სასწავლო პროექტი


1.       პროექტის სახელწოდება: ,,რა განძი გვქონია...., რა მხნე, ...რა მდიდარი..’’     


2.      პროექტის  თემა:  გალაკტიონ ტაბიძის   „ქებათა ქება ნიკორწმინდას“   
    
      
3.    პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემას, მასში მოსწავლეთა ჩართვა ხელს უწყობს მათ აქტუალობის   გაძლიერებას. ისინი იკვლევენ, აგროვებენ მასალებს ამ ისტორიული ძეგლის ირგვლივ, ადგენენ მისი აგების თარიღს  და საუბრობენ, რა ადგილი ჭირავს ქართულ ლიტერატურაში გალაკტიონის ამ ლექსს, როგორაა შერწყმული  მამულის სიყვარული, სიძველეებისა და ტრადიციების პატივისცემა ერთმანეთში. ეს ხელს უწყობს მოსწავლეეებს ცოდნისა და   უნარ-ჩვევების დაუფლებაში. ყურადღებას ვამახვილებინებ მის ღირებულებებზე და  ვაკავშირებინებ თანამედროვე ეპოქასთან, ვაკეთებინებ დასკვნას, რამდენად  დაეხმარათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსაყენებლად.      

4. პროექტის მიზნები: მიზანი რომელსაც ისახავს ეს პროექტი არი ის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მოსწავლეებს ჩვენი ქრიასტიანული სამყაროს დიდებული ტაძარი, მისი სიდიადე, სივრცე, რომელსაც საზღვარი არა აქვს  და მხოლოდ ფრთებს ნატრობს, რათა ციურ სივრეს დაეუფლოს. ბავშვები მოიყვანენ მაგალითებს ანალოგიურ თემაზე სხვადასხვა პოეტების  შემოქმედებიდან. მოსწავლეებს ვუჩვენებ ნიკორწმინდის ტაძრის ამსახველ ფოტო მასალას.
            

5. მოსწავლეთა ასაკი:   14-15  წელი 
  
6.  ვადები/ხანგრძლივობა:   7 დღე   
          
7.  მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი, დაეუფლებიან ლექსის მხატვრულ კითხვას. შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას ამ ლექსის ირგვლივ.  ნახატებით გააფორმებენ ლექსს.        

8.  გამოყენებული რესურსები:  გ. ტაბიძის ლექსი’’  ქებათა ქება ნიკორწმინდას’’, თეთრი ფურცლები,  სახატავი ფანქრები. ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი

9.  სასწავლო პროექტის მსვლელობა:  ( ძირითადი აქტივობები)

აქტივობა 1. თემის წარდგენა  და შერჩევა: მოსწავლეებს მხატვრულად წაუკითხე გალაკტიონის რამოდენიმე ლექსი, მათ ყველაზე მეტი დაინტერესება გამოხატეს ამ ლექსის მიმართ’’ ქებათა ქება ნიკორწმინდას’’

აქტივობა 2.   შევურჩიე თემა და მას თან დაურთე შესაბამისი კითხვები:
ა)   საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს  ეს ტაძარი?
ბ)  რომელი საუკუნით თარიღდება ის?
გ)   რა განწყობა გეუფლებათ ამ ლექსისი კითხვისას? რა გრძნობა  იკითხება  ლექსში?
დ) რა დატვირთვა და ღირებულება აქვს    დღევანდენობაში?და დაკარგა თუ არა ის ხიბლი  რაც ქონდა წინათ?
ვცდილობ გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა   ნიკორწმინდის ირგვლივ და მომყავს ციტატები და ფრაზები ტექსტიდან,რომელსაც ვუუანალიზებ.
 
აქტივობა 3.    ჩამოვაყალიბე საპროექტო ჯგუფი თითოეულ მოსწავლეს მიზანმიმართულად  გავუნაწილე მასალა ტექსტიდან; თამარი , მარი და ლაშა იმუშავებენ ტექსტში გამოყენებულ მხატვრულ საშუალებებზე, ლექსო და ზურიკო დაკვირდებიან ტექსტში გამოყენებულ ენობრივ ნორმებს. 
შემდეგ მთელი კლასი მოიძიებს ინტერნეტში ნიკორწმინდის ფოტოებს.

აქტივობა 4.   პროექტის პრეზენტაცია. კლასში ისტორიიის, მუსიკისა და ხელოვნების მასავლებლებთან ერთად  მოვაწყვეთ ელ. პრეზენტაცია. მოსწალეებმა მხატვრულად  წაიკითხეს ლექსი, საპროექტო ფგუფის მიერ ცარმოდგენილი იქნა მოძიებული მასალა მისივე ფოტო არქივით.

აქტივობა 5.   შევადგინეთ პროექტის შეფასების სქემა.

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგემასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება, მუსიკა.

11. პროექტის ხელმძღვალენი: ეკა ჩიჩუა

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekachichua33@gmail.com